განაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა

განაში, ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პორტალი MyJoy Online ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით ქალაქ ასაფო-აკინის რაიონში მოხდა. დაღუპულებს შორის არიან 13 მამაკაცი და 3 ქალი. რაც შეეხებათ დაშავებულებს, ისინი მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში გადიან.

წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი ერთ-ერთი ავტობუსის არასწორი მანევრი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები