ჩეხეთში, მიმდინარე თვეში უკვე მეორედ გახანგრძლივდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი

ჩეხეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება გაეხანგრძლივებინა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 4 კვირით – 28 მარტამდე. გადაწყვეტილების შესახებ ადგილობრივი ტელევიზიიდან გახდა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ მინისტრთა კაბინეტის მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი, კორონავირუსის სამხრეთაფრიკული შტამის უეცარი და მასშტაბური გავრცელებაა. ზემოხსენებული გაცილებით აგრესიულია ვიდრე, ბრიტანული ან ჩინური შტამი.

პირველი მარტიდან ჩეხეთში დაიხურება საბავშვო ბაღები, სკოლის დაწყებითი კლასები გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, ამოქმედდება შეზღუდვა გადაადგილებაზე. გარდა ამისა, დაიხურება ყველა მაღაზია გარდა სასურსათოსი. ორშაბათიდან სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება ქუჩაშიც კი. ტრანსპორტსა და საზოგადოებრივ ადგილებში აუცლებელია რესპირატორების ტარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები