ჯო ბაიდენი: განვაგრძობთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში აგრესიისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის მე-7 წლისთავს ეხმაურება და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

„შვიდი წლის წინ რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, ნორმები, რომელთა მიხედვით თანამედროვე ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ, ასევე მეზობელ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც ყირიმში შეიჭრა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ უბრალო ჭეშმარიტებას: ყირიმი – უკრაინაა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები