რაზე ისაუბრეს სომხეთის პრეზიენტმა და ოპოზიციის ლიდერებმა – შეხვედრა დასრულდა

სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქსიანსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე ისაუბრეს

საუბარი ასევე შეეხო გენშტაბის უფროსის, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. შესაბამისი შუამდგომლობით სარქსიანს გუშინ ნიკოლ ფაშინიანმა მიმართა.

შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ თუ არმენ სარქსიანი ფაშიანიანის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ ჯარი პრემიერს უნდა აუჯანყდეს. მეტიც, მან სამხედროებს შესაბამისი მოწოდებითაც მიმართა.

როგორც სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, გასპარიანის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

ოპოზიცია ითხოვს, რომ პრეზიდენტმა გასპარიანი თანამდებობიდან არ გაათავისუფლოს.

ფაშინიანმა შესაბამისი შუამდგომლობით პრეზიდენტს გუშინ მას შემდეგ მიმართა, რაც გენშტაბმა ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავებულია. ოპოზიცია აცხადებს, რომ არ დაიშლება, სანამ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები