სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ჯარს ფაშინიანის წინააღმდეგ ამბოხისკენ მოუწოდებს

სომხეთის ოპოზიციური მოძრაობის ლიდერმა, პრემიერობის კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა პარლამენტთან შეკრებილ მომხრეებს მიმართა და თქვა, რომ თუ ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა გენშტაბის უფროსის გათავისუფლების შუამდგომლობას ხელი მოაწერა, არმია უნდა აჯანყდეს.

“ნუთუ არმია მშვიდად უნდა უყურებდეს იმას, როგორ ამცირებენ მის უფროსს? ნუთუ ის უნდა ემორჩილებოდეს რომელიღაც რეპორტიორს, რომელსაც ტუჩებზე რძეც არ შეშრობია?! რა თქმა უნდა, არა. არმია აჯანყდება. მოვუწოდებ მას აჯანყებისკენ”, – თქვა მან.

მისი თქმით, ფაშინიანს მხოლოდ ორი საყრდენიღა რჩება – საპარლამენტო ფრაქცია და პოლიცია.

“პოლიციის ბევრი თანამშრომელი დღეს სამსახურებს ტოვებს. ახალმა ხელისუფლებამ ისინი აუცილებლად უნდა აღადგინოს სამსახურებში”, – თქვა პოლიტიკოსმა.

სომხეთის ცენტრში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. ამის პარალელურად, ოპოზიცის ლიდერებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ჩაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები