გიგა ბოკერია: მზარდი პროტესტითა და უცხოელი პარტნიორების ზეწოლით ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, დანიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები

“დღევანდელი მსვლელობის მიზანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიში ხელისუფლების არჩევნების გზით მშვიდობიანად ჩამოშორება მმართველობიდან. ამ ყველაფრისთვის საჭიროა მზარდი, განგრძობადი და ყოვლისმომცველი პროტესტი, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა ხელისუფლებაზე”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მსვლელობის დროს განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ივანიშვილი გონს უნდა მოვიდეს და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.
„ეს პროტესტი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რადგან გონს მოვიდეს ივანიშვილის რეჟიმი და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები – ნიკა მელია და გიორგი რურუა. შეწყდეს პოლიტიკური დევნა და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
პროკურატურის გუშინდელი განცხადება, რომ თუ ნიკა მელია გირაოს გადაიხდის გაათავისუფლებენ, მოწმობს იმას, რომ მმართველი გუნდი ნერვიულობს და ცდილობენ საერთაშრისო პარტნიორები შეცდომაში შეიყვანონ, ვითომ, კრიზისის განსამუხტად ნაბიჯი გადადგეს.
მზარდი პროტესტი ყველა ლეგიტიმური ფორმით და უცხოელი პარტნიორების ზეწოლა, ეს არის ის ინსტრუმენტები, რაც დღეს ჩვენ ხელშია. ამ ყველაფრით ხელისუფლება ვაიძულოთ, დანიშნოს ახალი არჩევნები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები