გიგი უგულავა: იწყება პროტესტის უწყვეტი ჯაჭვი, იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, „სირცხვილის კორიდორები“ – სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით

“იწყება პროტესტის უწყვეტი ჯაჭვი, იქნება მცირე აქციები, დიდი აქციები, პიკეტი, სირცხვილის კორიდორი”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

„ბევრმა ადამიანმა უნდა დაანახოს ამ ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ასე ცხოვრებას არ შევეგუებით. დღეს იწყება უწყვეტი პროტესტი. პარლამენტთან დარჩენის მსურველები დარჩებიან პარლამენტის წინ. ასევე, გრაფიკიც გამოცხადდება, იქნება პარლამენტის სხდომა? მოხდება პიკეტირება, სირცხვილის კორიდორები. მთავრობის სხდომაზე შესაბამისად მოხდება. სადმე საკეკლუცოდ წავლენ ეს დეპუტატები? იქაც დავხვდებით. უნდა იცოდნენ, რომ ქვეყნის დანგრევას, რეპუტაციის შელახვას, უკუსვლას, სტაგნაციას, გაღარიბებას, გაღატაკებას, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ჩვენს გამოცხადებას მილიონზე მეტი ადამიანი არ შეეგუება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები