კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2021-2022 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის.
ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
“მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს. ლიცეუმში ჩასარიცხად მოსწავლემ უნდა გაიაროს შემდეგი საფეხურები: რეგისტრაცია; გამოცდები: ზოგადი უნარები (ვერბალური და მათემატიკური ნაწილები) და მათემატიკა; ➢ სამედიცინო შემოწმება. რეგისტრაციისა და გამოცდის თარიღები, ასევე, მათი ჩატარების ფორმის შესახებ ინფორმაცია, 2021 წლის ივნისში, ლიცეუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. მოსწავლეთა მიღების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე – https://bit.ly/3bGG3Jp ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
cadet.mod.gov.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები