ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა

 

ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას 28 თებერვლიდან 3 მარტის პერიოდში ეწვევა.

დიპლომატის ვიზიტი კიშინიოვში დაიწყება, სადაც ის პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდება.

შემდეგ ის საქართველოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. ასევე, ის მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზს და შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

საქართველოდან ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჯერ აღმოსავლეთ უკრაინაში გაემგზავრება და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი კიევს ეწვევა და ევროკავშირი-უკრაინის ურთიერთობებზე იმსჯელებენ. შარლ მიშელი ასევე გეგმავს შეხვედრას კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები