სასტუმრო „ფოსტა“: რეგულაციების სრული დაცვით სასტუმროში პირველი სტუმრები დღეს უკვე მივიღეთ
ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით სამთავრობო გადაწყვეტილებებმა მოთხოვნის ზრდაზე გავლენა ნამდვილად მოახდინა, – ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო „ფოსტის“ წარმომადგენელმა ელისო მარგიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეპიდემიოლოგების მიერ დადგენილი სტანდარტების და არსებული რეგულაციების სრული დაცვით სასტუმრომ დღეს უკვე მიიღო პირველი სტუმრები.
„ვფიქრობთ, საბაგიროების გახნა არსებულად შეცვლის რეალობას. სვანეთში ყველაზე კარგი პერიოდი სასრიალოდ არის მარტი და აქედან გამომდინარე, იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო გაზრდის დამსვენებლების რაოდენობას. ზოგადად სვანეთში ისეთი ფონია, რომ დღეს უკვე ბევრი უცხო ადამიანის გადაადგილება შეიმჩნეოდა და ვფქრობ, სასტუმროების ამუშავება ადგილობრივების ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქედებს“, – აღნიშნა ელისო მარგიანმა.