გია ვოლსკი: რომელ სულელს შეიძლება, აწყობდეს, რომ ჟურნალისტს ჩაუსაფრდეს?!

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს “დღის კურიერის” ეთერში გამოეხმაურა.

მისი თქმით, მთავარია, რომ თავდამსხმელები უკვე დაკავებულები არიან.

“რომელ სულელს შეიძლება, აწყობდეს, რომ ჟურნალისტს ასე ჩაუსაფრდეს?! ისევ გიგი წერეთელსა და მაგის სამეგობროს აწყობთ, რომ იქნებ ამ სანაიას თემად ძველიც წამოწიონ და ახალიც მოიგონონ.

ჟურნალისტი ჰყვება ზუსტად იმას, რაც მოხდა. დაესხნენ თავს. ეს პირები დააკავეს უკვე, რაც მთავარია”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები