დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ვინაობა ცნობილია
საარჩევნო დარღვევების მიზეზების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა ვინაობა ცნობილია. არჩევნების შედეგების შესასწავლად შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისია ოთხი დეპუტატით დაკომპლექტდება, სადაც ორი წევრი ოპოზიციის, ორი კი უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება.
კომისიის წევრები მმართველი გუნდიდან გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური იქნებიან, ხოლო „ევროპელი სოციალისტებიდან“ – დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია.
კომისია გასულ კვირას შეიქმნა, მას საქმიანობისთვის სამი თვე ექნება.