ნიკა მელიას ადვოკატი: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ საღამომდე უნდა იყოს, დიდი მოლოდინი არ გვაქვს

“სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ხვალ საღამომდე უნდა იყოს, დიდი მოლოდინი არ გვაქვს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ,,კვირას” განუცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას საქმეზე სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება.

,,სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხვალ საღამომდე ველოდებით, შეიძლება, დღესაც იყოს. თუმცა, დიდი მოლოდინები არ გვაქვს. დღეს შევალთ ნიკასთან და გავივლით საკითხებს. სხვა კონკრეტული გეგმა, ჯერჯერობით, არ გვაქვს”, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია გუშინ დააკავეს და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ადვოკატებმა პატიმრობის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები