შალვა პაპუაშვილი: ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად ფიქრობენ მომავალზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ საკუთარ თავში ის რესურსი უნდა მოძებნოს, რომელიც დიალოგისთვისაა საჭირო.

მისივე თქმით, საბაზისო საკითხებზე უნდა იყოს კონსენსუსი – საბაზისო საკითხი კი არის ის, რომ კანონი იყოს აღსრულებული და ყველა პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში იყოს მოქცეული.

„ოპონენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რამდენად ფიქრობენ მომავალზე, იმაზე, რა გვაერთიანებს და ასევე იმაზეც, რომ ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამ საკითხს უნდა დაუფიქრდნენ და საკუთარ თავში მოძებნონ ის რესურსი, რომელიც საჭიროა დიალოგისთვის. მნიშვნელოვანია არა დიალოგი და მოლაპარაკება, არამედ – შეთანხმება. აქეთკენ იყო მიმართული ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, როცა საუბრობდა, რომ დიალოგი უნდა იყოს გულწრფელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწოდებული უნდა ვიყოთ შეთანხმებისთვის და არა – დაბულინგებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ გუშინდელი მდგომარეობით პროცესები დაუბრუნდა კანონის კალაპოტსა და ჩარჩოს, ამას აქვს მნიშვნელობა. თუ იქნება ქაოსი და უკანონობა, ამ შემთხვევაში, რთულია, იყოს რამე შეთანხმება. საბაზისო საკითხებზე უნდა იყოს კონსენსუსი, საბაზისო საკითხია, რომ კანონი იყოს აღსრულებული და ყველა პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში იყოს მოქცეული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები