დავით სერგეენკო: ნიკა მელია არის მსჯავრდებული და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი და სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

,,არცერთი სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ მისი სახელმწიფო ინსტიტუტები და სიმბოლოები იყოს ხელყოფილი, იგივე მოხდა რამდენიმე დღის წინ აშშ-ში, ვგულისხმობ კონგრესის შტურმის ორგანიზატორების დაკავებას. რაც შეეხება საქართველოში როგორ განვითარდება მოვლენები, გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მთავარია, რომ გამოძიება ბოლომდე იქნას მიყვანილი. ეს ადამიანი არის მსჯავრდებული და სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია დღეს დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები