თამთა მეგრელიშვილი: მელიასთან დაკავშირებით არ შემიძლია, არ დავეთანხმო ირაკლი ღარიბაშვილს – მელია კრიმინალია, რადგან სასამართლომ დამნაშავედ შერაცხა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე

“ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით არ შემიძლია, არ დავეთანხმო ირაკლი ღარიბაშვილს – მელია კრიმინალია, რადგან სასამართლომ დამნაშავედ შერაცხა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე”, – ამის შესახებ იურისტი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მიშამ ჩვენი ბიჭები ჩატოვა ცხინვალში 2004 ში და 2008 ში! 320.000 ციხეში ამოხოცა! 26 მაისს გადათელა და სასაკლაო მოაწყო! რაც ასე, “სახელმწიფოს სახელით” დასანახად ვერ გააკეთა, კაბინეტში დაგეგმა და განახორციელა!

როცა მაგიდა აუყირავდა, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, გაექცა საკუთარი ქვეყნის მართლმსაჯულებას და “შეფარებული” აქ დარჩენილ მისნაერებსა და მასზე უარესებს იქედან მოძღვრავს და ასე იმარხება ოპოზიცია… და მაინც ოპოზიციაში თუ ხართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნენი გაემიჯნეთ რადიკალურად განწყობილ

ძალებს, დაგინახავთ, ვიფიქრებთ და ხელისუფლებაც თქვენთან ისაუბრებს. ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით არ შემიძლია არ დავეთანხმო ბატონ ღარიბაშვილს.

მელია კრიმინალია, რადგან სასამართლომ დამნაშავედ შერაცხა „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე.

“მე ყველას შევახსენებ, რომ ამ ქვეყანაში ალიბი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ფორმალური თავმჯდომარეობა.

კარგად მოგვეხსენება, როგორი თავმჯდომარეა მელია „ნაცმოძრაობის“. “ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არის ბატონი სააკაშვილი, სხვა ლიდერი არ არსებობს „ნაცმოძრაობაში“.დიდი იმედი მაქვს, რომ კანონით დადგენილი მიზნის მიღწევის საშუალებები პროპორციული იქნება იმ ძალისა რომელიც კანონის, სამართლის აღსრულებას სჭირდება! კანონი ყველასთვის ერთნაირი დავალებაა და ამას ვერ შეცვლის ვერც მელია და ვერც გვარამია.

თუ მათ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრება არ სურთ, მიბრძანდნენ იქ, სადაც მათ მიიღებენ”, – წერს მეგრელიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები