ირაკლი ღარიბაშვილი და დავით ზალკალიანი მარტში ბრიუსელში ასოცირების საბჭოს წევრებს შეხვდებიან

15-17 მარტს პრემიერობის კანდიდატი – ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი – დავით ზალკალიანი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრებზე საქართველოს მიღწეული პროგრესი შეჯამდება.

„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ჩემს დროს მოეწერა ხელი, ასევე, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ჩემს დროს დასრულდა და მაშინ მივიღეთ სწორედ საბოლოო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ექნებოდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან. ასევე ნატოს საკითხები დაისვა. ამ მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი მარტის თვეში უმაღლესი დონის ასოცირების საბჭოს შეხვედრები ბრიუსელში 15, 16, 17 მარტს, სადაც მე გავემგზავრები ბატონ ზალკალიანთან ერთად. ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები და კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ჩვენს მიერ მიღწეულ პროგრესს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები