ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნებისადმი“ დამოკიდებულებაზე კარგად მეტყველებს ბოლო არჩევნების შედეგები

“ჩვენი დამოუკიდებლობის შემდგომი ისტორიის მესამე ათწლეული 2011 წელს პოლიტიკურ ველზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით დაიწყო”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის არჩევნებზე ხალხის გამარჯვების პირველი ხელშესახები შედეგი იყო თავისუფლება დევნისა და წამებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დეპოლიტაზიცია.

,,ჩვენი დამოუკიდებლობის შემდგომი ისტორიის მესამე ათწლეული 2011 წელს პოლიტიკურ ველზე ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით დაიწყო. მან შეძლო ის, რაც მანამდე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა ჩვენ ყველას. გააერთიანა მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის განვითარების გეზის არსებითად შესაცვლელად, დემოკრატიული კეთილდღეობის, განვითარებული ქვეყნის აღმშენებლობის დასაწყებად.

თანდათან, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ეკონომიკის გაჯანსაღების, ჯანდაცვის, განათლების სისტემათა განვითარების, სოციალური თანასწორობის მიმართულებით, რა თქმა უნდა, დღევანდელი სახელმწიფო ინსტიტუტების, ჯარისა და პოლიციის შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც ჩვენ დაგხვდა. „ქართული ოცნების“ საქმიანობის შედეგებზე საუბარი დიდხანს შეიძლება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საქმიანობისადმი ხალხის დამოკიდებულებაზე ყველაზე კარგად ბოლო არჩევნების შედეგები მეტყველებს.

„ჩვენს ისტორიაში პირველად, პოლიტიკურ პარტიას ამომრჩეველმა მესამედ ანდო ქვეყნის მართვა. მაგრამ დღეს თქვენს წინაშე მხოლოდ იმიტომ არ ვდგავარ, რომ ოპონენტების პოლიტიკისა და იდეოლოგიის მარცხსა და ჩვენს მიღწევებს შორის კონტრასტი გიჩვენოთ. ეს შესავალი მივიჩნიე საჭიროდ, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თუ რა გზით მოვედით დღემდე, როდესაც მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტო კრიზისი წინაშე აღმოჩნდა. ამიტომ სანამ განვსაზღვრავთ შემდგომი ნაბიჯის მიმართულებას, პირველი, რაც უნდა გავაცნობიეროთ, თუ სად ვიმყოფებით დღეს და როგორ მოვედით დღევანდელობამდე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები