ლევან ნიკოლეიშვილი: ლაშა ნაცვლიშვილის დისლოცირება “პოსტივიში” ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ FOB შექმნა და საუკეთესო მებრძოლები შტაბიდან ფრონტის ხაზზე გადალაგდებიან
“ლაშა ნაცვლიშვილის დისლოცირება “პოსტივიში” ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ FOB შექმნა და საუკეთესო მებრძოლები შტაბიდან ფრონტის ხაზზე გადალაგდებიან”,- ასე ეხმაურება ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი „პოსტივის“ ხელმძღვანელად ლაშა ნაცვლიშვილის დაბრუნებას.
“ამერიკულ სამხედრო ტაქტიკაში არის ასეთი პოზიცია: FOB ანუ Forward Operating Base. ეს არის ფრონტის ხაზზე წინ წაწეული სამხედრო ბაზა, რომელიც მოწინააღმდეგის შემოტევას პირველი იგერიებს, იმისთვის, რომ ძირითად ბაზას აარიდოს პირდაპირი დარტყმის საშიშროება. ლაშა ნაცვლიშვილის დისლოცირება “პოსტივიში” ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ FOB შექმნა და საუკეთესო მებრძოლები შტაბიდან ფრონტის ხაზზე გადალაგდებიან”,- წერს ნიკოლეიშვილი.