აშშ-ში თვითმფრინავის ძრავის ნაწილები დასახლებულ უბანში ჩამოვარდა (ფოტო, ვიდეო)

ამერიკაში, ქალაქ ბლუმფილში, კოლორადოს შტატში კომპანია „United Airlines“-ის თვითმფრინავს „Boeing 777“-ს ფრენის დროს ძრავის ნაწილები ჩამოუვარდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი „MSNBC“ იუწყება. თვითმხილველებმა, მათ შორის თვითმფრინავის მგზავრებმა აღნიშნული ფაქტი ვიდეოკამერებზე აღბეჭდეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.

აღნიშნულზე კარგად ჩანს თუ როგორ აალდა თვითმფრინავის ძრავი. ინციდენტის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟმა თვითმფრინავის დასმა ქალაქ დენვერის საერთაშორისო აეროპორტში წარმატებით განახორციელა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები