ლევან ნიკოლეიშვილი: ,,ფიგაროს” სტატიაში მიკერძოებული შეფასებები ჭარბობს – სტატიის ავტორი ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის ქმარია

ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ,,ფიგაროს” მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც გიორგი გახარიას გადადგომასა და პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას ეხება, მიკერძოებული შეფასებები ჭარბობს. ამის შესახებ ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სტატიის ავტორი ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის ქმარია.

,,18 თებერვალს ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ აქვეყნებს სტატიას, რომელიც ეხება პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასა და პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას. სტატიაში ჭარბობს მიკერძოებული ნეგატიური შეფასებები.

სტატიის ავტორი, რეჟის ჟენტე ,,მთავარი არხის” ჟურნალისტის, სალომე დადუნაშვილის ქმარია, რაც გასაგებს ხდის სტატიის ავტორის მიკერძოებულობასა და არაობიექტურობას”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები