მიხეილ სარჯველაძე: ახალი თავდაცვის მინისტრი შეიძლება, რომელიმე ყოფილი მინისტრი იყოს
„ქართული ოცნების” დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის ვარაუდით, თავდაცვის მინისტრი შეიძლება, რომელიმე ყოფილი მინისტრი გახდეს.
როგორც სარჯველაძე აცხადებს, ჯერჯერობით, ეს საკითხი არ არის გადაწყვეტილი.
„ახალი თავდაცვის მინისტრი იქნება ის, ვისაც აქამდე ეს პოსტი არ ეკავა, ეს ცხადია. შეიძლება, ეს რომელიმე ყოფილი მინისტრი იყოს ან საერთოდ სხვა, ვერ გეტყვით,“ – აცხადებს სარჯველაძე.