ლიეტუვის სეიმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საგარეო კავშირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზიგიმანტას პავილიონის ესტუმრება, რომელიც ქართველ პოლიტიკოსებს კრიზისი დაძლევაში დაეხმარება.
ამის შესახებ Baltic News Service წერს.
“სეიმის წინა მოწვევის დროს საქართველოს ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, ორივე მხრიდან ბევრი მეგობარი მყავს და ვგეგმავ მათ შერიგებას. ჩვენი ელჩი პირველი იყო, რომელიც “ნაციონალური მოძრაობს” ოფისში მივიდა, სადაც კონცენტრირებული იყო ოპოზიცია, რომლის დარბევას სპეცრაზმი გეგმავდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, ძალოვანებს ძალა არ გამოუყენებიათ, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ეს მომავალში მოხდეს.
პავილიონისმა 5 საათის წინ Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ უკვე გამოემგზავრა საქართველოში.
“ჩემი საყვარელი საქართველო, მეგობრებთან შეხვედრა ყველა პოლიტიკური წრეებიდან და ჩემი მისია სტრატეგიული მიზნის მისაღწევად – საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობა ლიეტუვის ყველა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერით”, – დაწერა მან.
ზიგიმანტას პავილიონისის “ტვიტს” საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი – გელა ბეჟუაშვილი გამოეხმაურა.
“კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა, ზიგმანტას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შეფასება, რჩევები და მეგობრების შეთავაზებები. პოლიტიკოსებისთვის აუცილებელია ლიეტუვის პოლიტიკური გამოცდილების გაზიარება”, – წერს ბეჟუაშვილი.