დავით ბაქრაძე: პრეზიდენტის განცხადება არასახელმწიფოებრივია

“ისე, როგორც ბოლო წლების ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, სალომე ზურაბიშვილის განცხადება აცდენილია მთლიანად პოლიტკურ კონტექსტს”, – ამის შესხებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია.

„მთლიანად სახელმწიფოს ინტერესებისთვის არის მავნებლური. მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი – ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, მოგვიწოდებენ სიტუაციის განმუხტვისკენ, პრეზიდენტი გამოდის და „ქართული ოცნების“ რადიკალებს აქეზებს.
ძალადობის გზით ვითარება ქვეყანას ვერ დაამშვიდებს, კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ზურაბიშვილის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და ვის, თუ არა მას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოში ძალის დემონსტრირება და უფსკრულში გადავარდნა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რაც მას ევალება, როგორც პრეზიდენტს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები