მიხეილ სარჯველაძე: შეთანხმება და დისკუსია არის დემოკრატიის მთავარი ატრიბუტები, სხვაგვარად დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს

“ფსევდოშეუპოვრობას, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავდით, გამართლება არ აქვს. საერთო თემები უნდა ვიპოვოთ, რომელთა მიმართებაშიც შევძლებთ, რომ საერთო ხედვის წერტილები დავიჭიროთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება და დისკუსია არის დემოკრატიის მთავარი ატრიბუტები, სხვაგვარად დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს.

„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იყოს დაშვებული პოლიტიკური მიზანშეწონილობით რაიმე ფორმით უპირატესობა სამართალთან მიმართებით.  არ მგონია, რომ საფუძველი არსებობს ხელახალი არჩევნების ჩატარების. ზუსტი მოცემულობაა – როცა წითელი ხაზები გაივლო ერთი და მეორე მხარის მხრიდან, თითქოს, გამორიცხავს შეთანხმების შესაძლებლობას. ამის მიუხედავად, შეთანხმება და დისკუსია არის დემოკრატიის მთავარი ატრიბუტები. სხვაგვარად, დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს და ამიტომ მოვუწოდებდით სულ ოპოზიციას, რომ არ შეიძლება, დიალოგსა და შეთანხმებას ალტერნატივა ჰქონდეს. ფსევდოშეუპოვრობა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან ვხედავდით, გამართლება არ აქვს. საერთო თემები უნდა ვიპოვოთ, რომელთა მიმართებაშიც შევძლებთ, რომ საერთო ხედვის წერტილები დავიჭიროთ. აქედან გამომდინარე, რიგ საკითხებზე გახდება შესაძლებელი შეთანხმება. ამაზე გავლენას იქონიებს რიგი ოპოზიციური ლიდერების განწყობა. თუ მათი განწყობაა, ყველაფრის ხარჯზე, სახელმწიფოს ფუნქციონირების ხარჯზე მოიპოვონ ხელისუფლება, ეს არის მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რამაც შეიძლება, გავლენა იქონიოს ამ მოლაპარაკებების შედეგზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები