მამუკა მდინარაძე: არავის არაფერი დაუბარებია, ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან

“არავის არაფერი დაუბარებია, ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა, ხომ არ იყო პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება ბიძინა ივანიშვილის დავალება.

მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა პარტიაში ერთხმად მიიღეს.

„არავის არაფერი დაუბარებია იქედან გამომდინარე, რომ ძალიან სპეკულაციურია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც ყველამ კარგად იცის, თქვენც, მათ შორის, რომ ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ვერანაირი სპეკულაცია ვერ გადაწონის სიმართლეს. გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა დღეს, რომ ღარიბაშვილი ყოფილიყო საქართველოს პრემიერმინისტრი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები