გივი მიქანაძე: გიორგი გახარია ეთანხმებოდა სასამართლოს მიერ სიტუაციის განხილვას, წყალგამყოფი იყო აღსრულების მექანიზმი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გიორგი გახარია ეთანხმებოდა სასამართლოს მიერ სიტუაციის განხილვას, თუმცა, წყალგამყოფი აღსრულების მექანიზმი იყო.

“ყოფილი პრემიერმინისტრი იყო მხარდამჭერი იმ პოზიციისა, რომ მომხდარიყო სასამართლოს მიერ ამ სიტუაციის განხილვა. როდესაც უმრავლესობა შეიკრიბა და გუნდი განიხილავდა ამ საკითხს, მისი მხრიდან იყო არგუმენტირებული მხარდაჭერა იმისა, რომ ჩვენ კანონის სიმაღლზე უნდა დავდგეთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ ვაშენებთ კანონზე დაფუძნებულ ქვეყანას.

წყალგამყოფი იყო იმაში, როგორ უნდა აღსრულებულიყო ეს. არსებულ სიტუაციაში მისი მხრიდან, რაოდენ გასაკვირიც  უნდა იყოს, პოზიცია იმის თაობაზე, როდესაც ნებაყოფლობითი აღსრულება არ ხდება, აღსრულების ის მექანიზმი ერთვება, რომელიც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში არის მიღებული, რა თქმა უნდა, კანონის ჩარჩოებში, მაგრამ აღსრულება უნდა მომხდარიყო, აქ მან გამოთქვა თავისი პოზიცია, რომ ამას არ ეთანხმებოდა”, – განაცხადა გივი მიქანაძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები