გია ვოლსკი: ზუსტადაც, მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისკენ გზა არ მიდის

“მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისკენ რომ არ მიდის ეს გზა, რაც დღეს ხდება, იგივე “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის საკითხთან მიმართებით, ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციის მიზანია, რომ ყველაფერი რევოლუციურ რეჟიმში გადავიდეს.

“მეხუთე რაუნდისკენ რომ არ მიდის ეს გზა, რაც დღეს ხდება, იგივე “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის საკითხთან მიმართებით, ეს ჩვენ არაერთხელ გვითქვამს. ზუსტადაც არ მიდის მეხუთე რაუნდისკენ გზა. ეს არის მიზანი მთელი ამ გუნდის, რომელიც იკრიბება, ერთად მსჯელობს და ერთად გეგმავენ, როგორ არ მოხვდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ყველაფერი გადავიდეს რევოლუციურ რეჟიმში, რასაც დაუფარავად ლაპარაკობენ და ეს კარლ ჰარცელმაც ძალიან კარგად იცის.

ჩვენ რა ნაბიჯები გადავდგით და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩამონათვალი ძალიან გრძელია, ვთავაზობთ, რომ უხელმძღვანელე, სათავეში ჩაუდექი და ჩამოაყალიბე კომისია, აგერ ყველა საშუალება გაქვს, გამოძიება ჩაატარე და ამ გამოძიების საფუძველზე გააკეთე დასკვნა – უნდა ჩაუდგე სახელწიფოს მოწინააღმდეგედ, თუ უნდა ჩაუდგე იმ კრიტიკოსად, რომელსაც შეუძლია, სახელმწიფოს ემსახუროს თუნდაც თავისი ოპოზიციური პოზიციიდან”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები