ხორცის წარმოებამ სასაკლაოებში 9 460 ტონას მიაღწია

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა
სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.0 პროცენტი – ქვემო ქართლში, 17.0 პროცენტი – კახეთში,
14.0 პროცენტი – იმერეთში, 12.0 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.0
პროცენტი – შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 25.0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში
დაკლულია 71.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 37.7 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 62.3 პროცენტიწვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში
სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 281.5 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
სასაკლაოების მიერ 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში 9 460 ტონა ხორცი იქნა
წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.0
პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 47.8 პროცენტი – ფრინველის, 21.5
პროცენტი – ღორის, 0.6 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო
წილი უკავია.
მომსახურება გაეწია 6.7 ათას პირს, საიდანაც 38.7 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური
მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა
რაოდენობამ 863 კაცი შეადგინა.
ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა
რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 27.6 ლარი, ცხვრის ან თხის – 12.1 ლარი, ხოლო ღორის –
25.1 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები