სამაცივრე მეურნეობებმა 5.2 მლნ. ლარი გამოიმუშავა

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 168 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის (60.1 პროცენტი) რეგიონშია განთავსებული. საქსტატის თანახმად, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქვემო ქართლის (7.1 პროცენტი) რეგიონში, ქ. თბილისში (7.1 პროცენტი), კახეთის (7.1 პროცენტი), აჭარის (6.5 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის (4.8 პროცენტი), იმერეთის (3.0 პროცენტი), გურიის (2.4 პროცენტი) და მცხეთა-მთიანეთის (1.8 პროცენტი) რეგიონებში.

2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 239 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 587 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1241 კაცით განისაზღვრა.

2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 77.5 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის, 60.0 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 16.3 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 14.2 პროცენტი პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 5.5 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში შესყიდულია 8.6 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების საფასურს – 5.2 მლნ. ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები