რუსეთი ბაქო-თბილისი-ყარსის შესაძლებლობებით კმაყოფილია
რუსეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, სერგეი პავლოვი მოსაზრებით, თურქეთის მიმართულებით რუსეთიდან ტვირთების ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვა უფრო მომგებიანია, ვიდრე – საზღვაო და საავტომობილო გადაზიდვები.
“ჩვენი შეფასებით, დროისა და ტარიფების თვალსაზრისით, ეს მარშრუტი უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე – სხვა სატრანსპორტო მარშრუტი. თუ არ გავითვალისწინებთ დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს, მიწოდების დრო იქნება 10 დღე, რაც საშუალოდ ორჯერ უფრო სწრაფია. გარდა ამისა, სარკინიგზო ტრანსპორტი არ ექვემდებარება ამინდთან დაკავშირებულ რისკებს. იგი ასევე უსაფრთხოა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც”, – განუცხადა პავლოვმა Anadolu-ს.
სერგეი პავლოვის განმარტებით, რუსულ გადამზიდავებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთიდან ხის, ქაღალდის პროდუქტებისა და მარცვლეულის კონტეინერებით გადასაზიდად. მისივე განმარტებით, რუსული მეტალურგიული კომპანიები ასევე დაინტერესებულნი არიან თურქეთში პირდაპირი სარკინიგზო ტრანსპორტით.
“ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ რუსეთსა და თურქეთს შორის საგარეო ვაჭრობაში სარკინიგზო ტრანსპორტის წილის გაზრდაზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი სარკინიგზო ტრანსპორტის დაწყებამ ხელი შეუწყო ამ ამოცანას”, – აცხადებს პავლოვი.
თურქეთიდან რუსეთში პირველი საკონტეინერო მატარებელმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე თებერვლის დასაწყისში გაიარა.