“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.
პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, სასამართლომ სხდომა 24 საათის ვადაში უნდა ჩანიშნოს, თუმცა, დღეს მოხდება ეს თუ ხვალ, უშუალოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.
“შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკვე ჩაბარებულია სასამართლოში. დაველოდებით სასამართლოს სხდომას და უკვე სხდომაზე ყველასათვის გახდება ცნობილი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება. როდის ჩაინიშნება სხდომა, ამას სასამართლო წყვეტს. კანონმდებლობით არსებობს გარკვეული ვადა, თუმცა, სასამართლოს გადასაწყვეტია. 24-საათიანი ვადაა, ეს შეიძლება, იყოს დღეს ან ხვალ, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია”, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.