ამირან გულუაშვილი: თუ ნიკანორ მელია გადაიხდის გირაოს თანხას და შემდგომში მისი ქმედებები მოქცეული იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში, ჩარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდება უკან

“გირაო არის გარანტი, რომ ბრალდებული სამართლებრივ ჩარჩოებში იმოქმედებს და რომ ის არ დაარღვევს კანონს, ზემოქმედებას არ მოახდენს მოწმეებზე”, – ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ნიკანორ მელია მისთვის დაკისრებულ გირაოს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხდიდა დღეს, გენერალური პროკურატურის წინადადება მისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, წარმოდგენილი არ იქნებოდა.
„გირაო არის გარანტი, რომ ბრალდებული სამართლებრივ ჩარჩოებში იმოქმედებს და რომ ის არ დაარღვევს კანონს, ზემოქმედებას არ მოახდეს მოწმეებზე და ა.შ. თუ მისი მხრიდან კონკრეტული დარღვევები არ დაფიქსირდება, ზოგადად, ვგულისხმობ ნებისმიერ ბრალდებულს სისხლის სამართლის საქმეზე, განაჩენის გამოტანიდან 1 თვის ვადაში, ზოგადი წესის თანახმად, გირაო უბრუნდება ბრალდებულს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული გირაოს წესის გამოყენების პირობას არღვევს, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, სასამართლოს მიერ მისთვის პატიმრობის განსაზღვრის შემთხვევაში, გადახდილი თანხა ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
შესაბამისად, თუ ნიკანორ მელია გადაიხდის გირაოს თანხას და შემდგომში მისი ქმედებები მოქცეული იქნება სამართლებრივ ჩარჩოებში, ანგარიშზე ჩარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდება უკან”, – აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობას საპროცედურო საკითხთა, წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მხარი დაუჭირა. პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს იხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები