დავით ზილფიმიანი: იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც სტენტები ჩამიდგა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერ დავუჭერ
“ევროპელი სოციალისტების” წევრი, დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერს.
ზილფიმიანი ფიქრობს, რომ საკითხთან მიმართებით ოპოზიციონერები სოლიდარულები უნდა იყვნენ.
“იმ მელიას შვილისთვის, რომელმაც მე ბევრი სტენტები ჩამიდგა, ვერაფრით დავუჭერ მხარს იმუნიტეტის მოხსნას. ისედაც არ დავუჭერ ამას მხარს. ამ ნაწილში მაინც უნდა ვიყოთ სოლიდარულები ოპოზიციონერები. მარტო ის, რომ ამას პროკურატურა ითხოვს, ეს ჩემთვის შეიძლება, საკმარისი არ იყოს”, – აცხადებს ზილფიმიანი.