სერგეი გავრილოვი საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, „ნაცმოძრაობას” მიმართავს
რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა პანდემიის დაძლევის შემდეგ პირდაპირი ურთიერთობა უნდა დაამყაროს რუსეთის, სომხეთისა და თურქეთის პარლამენტთან და არამხოლოდ ამერიკასთან.
მისივე თქმით, ის მზადაა, შეხვდეს საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პოლიტიკურ ძალებს.
“საქართველოს პარლამენტმა პანდემიის დაძლევის შემდეგ პირდაპირი ურთიერთობა უნდა დაამყაროს რუსეთის, სომხეთისა და თურქეთის პარლამენტთან და არამხოლოდ ამერიკასთან.
ამ შემთხვევაში იქნება ნორმალური მრავალვექტორული, მრავალპოლარული პოზიცია სუვერენული საქართველოსი. მე მზად ვარ შევხვდე ყველას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პოლიტიკურ ძალებს საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოს განვითარებით და იკავებენ პროქართულ პოზიციას.
მე მინდა, საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ ისინი ფიქრობენ საკუთარ ხალხზე, იმოქმედონ პრაგმატულად, რათა შეწყვიტონ რუსოფობიული ისტერიკა და რუსეთთან იქონიონ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა“, – განაცხადა გავრილოვმა ტელეკომპანია “პირველთან” სატელეფონო საუბარში.