“ღამის საათების შეზღუდვას უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ, ჯერჯერობით, ამაზე მსჯელობაზე არ არის”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტული ჯერ კიდევ დახურული სფეროების გახსნაა.
„სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო ჩვენ დღეს შეგვიძლია, ვილაპარაკოთ შემსუბუქებაზე იმიტომ რომ ეს იყო ისეთი ამკრძალავი ზომა, რომელმაც სხვა ქვეყნებშიც და საქართველოშიც მოგვცა პოზიტიური ეფექტი. რა თქმა უნდა, მის შემსუბუქებაზე ან გაუქმებაზე მსჯელობას წინ ძალიან დიდი ანალიზი უნდა უძღოდეს იმიტომ, რომ არ შეიძლება ყველაფერი ერთად შევამსუბუქოთ. ჯერჯერობით, ამაზე მსჯელობაზე არ არის.
ღამის საათების შეზღუდვას სავარაუდოდ უფრო მოგვიანებით მოვიტოვებთ. ნუ ვიჩქარებთ, იმიტომ რომ შეიძლება ერთმა გაუფრთხილებელმა ნაბიჯმა შეიძლება შემდეგ პრობლემა შექმნას და გვაიძულოს რაღაც უკან გამოვითხოვოთ, რაც ძალიან არ გვინდა“, – აღნიშნა თურნავამ.