საქართველოში წვიმა და თოვლია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მთელი საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
როგორც მან მედიაჰოლდინგ ,,კვირას” განუცხადა, ყველგან იქნება ნალექი ძირითადად თოვლის სახით.
,,უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი მთელ საქართველოში. 16 თებერვალს დაბლობსა და ბარში იქნება წვიმა, მაღალ მთაში – თოვლი.
17 და 18 თებერვალს ყველგან მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. 17-დან დაბლობ რაიონებში მაქსიმალური ტემპერატურა 0- +5 გრადუსი იქნება, ხოლო მთიან რაიონებში -2 -3.
რაც შეეხება აჭარის რეგიონს, ძლიერი ქარი და შტორმი ამ ეტაპზე მოსალოდნელი არაა”,- განაცხადა დოდო გვაზავამ.