ჯანმო-ს ექსპერტმა კორონავირუსის წარმოშობის სავარაუდო მიზეზი დაასახელა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტმა, უჰანში მყოფი, საერთაშორისო ჯგუფის წევრმა – პიტერ დასზაკმა თქვა, რომ კორონავირუსი, მაღალი ალბათობით, ცხოველური წარმოშობისაა.

ამის შესახებ მან გაზეთ The New York Times-ს განუცხადა.

მისი თქმით, მან და მისმა კოლეგებმა მიიღეს ისეთი მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ კორონავირუსი პირველად გაუჩნდა ცხოველებს ჩინეთში ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ექსპერტის თქმით, ასეთ ვერსიას ყველაზე რეალისტურად მიიჩნევენ როგორც ჩინელი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები.

მისი თქმით, ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს, რომ თეორია იმის შესახებ, რომ ვირუსი ლაბორატორიაში გაჩნდა “არის თეორია, რომელიც მომავალში შესწავლას აღარ საჭიროებს.”

პიტერ დასზაკმა ასევე თქვა, რომ მათ ჯგუფს არ მიეცა შესაძლებლობა, გაცნობოდა ზოგიერთი პაციენტის პირად მონაცემს ან შეხვედროდა მათ.

ადრე ჩინეთის მთავრობამ ჯანმო-ს ინფიცირების 174 შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც პირველებმა გადაიტანეს ვირუსი 2019 წლის დეკემბერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები