„მსოფლიოს დიდი სამეულის სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა უცვლელად დატოვა „BB“-ზე საქართველოს სუვერენული რეიტინგი, მაშინ როცა რეგიონის სხვა ქვეყნებს, მაგალითად, სომხეთს შეუმცირა, ან შეუმცირა რეიტინგის პერსპექტივა ლატვიასა და ბელორუსს. უიშვიათესი მოვლენაა ხოლმე FItch-ის პრეს-რელიზებში რომელიმე, თუნდაც მმართველ პარტიაზე, საუბარი, თუმცა სარეიტიინგო სააგენთო ჩვენს შემთხვევაში ხაზს უსვამს საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას, რაც, მათი თქმით, ქვეყანაში სტაბილური ეკონომიკურიი განვითარების პერსპექტივის ტოლფასია,“ – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა სარეიტინგო კომპანიის Fitch – ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვება.
სარეიტინგო კომპანიის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 4.3 პროცენტით, ხოლო 2022 წელს 5.8 პროცენტით გაიზრდება. Fitch-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი ‘BB’ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება.
ექსპერტის განცხადებით, სარეიტინგო კომპანია ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სანდო პოლიტიკის გატარებით წარმატებით ახდენს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც წინა შოკების პერიოდში ასევე მიმდინარე გლობალური პანდემიის დროს, ხოლო ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის მიერ გაცხადებული ვალდებულება – უზრუნველყოს 2024 წლისთვის მშპ-ს 3.0%-ზე ნაკლები დეფიციტის მიღწევა ხელს შეუწყობს საშუალოვადიან პერიოდში ვალის დონის შემცირებას.