აქტივისტები: მთელ ქალაქში მოვაწყობთ მსვლელობას ჩვენი აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით
ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, საგანგებო განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 9 საათამდე მათი 7 აქტივისტი არ გათავისუფლდება, დაარღვევენ კომენდანტის საათს და მთელ ქალაქში მშვიდობიან მსველობას მოაწყობენ.
“მივმართავთ შსს-ს დღეს 9 საათამდე ჩვენი 7 აქტივისტი უნდა იყოს გათავისუფლებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ქალაქში მოვაწყობთ მსვლელობას ჩვენი აქტივისტების გათავისუფლების მოთხოვნით.
დაე ამ ადამიანებმა, რომელთა გარნიზონიც ჩაგვიყენა გომელაურმა გვსდიონ და გვიყარაულონ”, – აცხადებს ერთ – ერთი აქციის მონაწილე.