ირაკლი ღარიბაშვილი: „ტვ პირველი“ ფინანსდება პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და მთელი ის პოლიტიკა, რომელიც იმართება, არის არასახელმწიფოებრივი

„ტვ პირველი“ ფინანსდება პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და მთელი ის პოლიტიკა, რომელიც იმართება, არის არასახელმწიფოებრივი”, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გასულ გადაცემებში პატრიარქსა და ეკლესიაზე პირდაპირი შეტევა განხორციელდა.

„გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში ამაზრზენი და ანტისახელმწიფოებრივი გადაცემები გავიდა, სადაც პირდაპირი შეტევა განხორციელდა ჩვენს პატრიარქსა და ეკლესიაზე, ეს არის პირდაპირი მტრობა სახელმწიფოს და ჩვენი ეკლესიის. ეს არის თქვენი იდეოლოგიის ბრალი. თქვენი არა, ამ შემთხვევაში იმ ტელევიზიის, იმ დამფინანსებლებისა და იმ მთავარი იდეოლოგების, რომლებიც ამ ტელევიზიის უკან დგანან. თქვენი ტელევიზია ფინანსდება პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ მიერ და მთელი ის პოლიტიკა, რომელიც იმართება, არის ანტისახელმწიფოებრივი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები