მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგებამ 45 მილიონს მიაღწია
გასული წელი მიკროსაფინანსო სექტორმა 45-მილიონიანი მოგებით დაასრულა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტორს 661 000 სესხი აქვს გაცემული, სულ 1.2 მლრდ-მდე ლარის, აქედან 1.1 მლრდ ფიზიკური პირებზე მოდის. ყველაზე მსხვილი სასესხო პორტფელი ლომბარდებს აქვთ. სალომბარდე სესხები 520 მლნ-ს აღწევს. სექტორს საპროცენტი შემოსავლებიც გაეზარდა და 281 მლნ ლარს მიაღწია, 2019 წელს ის 218,5 მლნ. იყო. მიკროსაფინანსოების მთლიანი აქტივები 2020 წლის 31 დეკემბრისთვის 1.5 მლრდ-ს აღწევს.