საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა უკვე “თიბისის” ბარათებით არის შესაძლებელი

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში: მეტროში, ავტობუსებში, საბაგიროებსა და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე თიბისის ნებისმიერი Visa და MasterCard ბარათით არის შესაძლებელი. მეტი სიმარტივისთვის, “თიბისის” მომხმარებელები გადახდას Apple Pay – ს საშუალებითაც შეძლებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში “თიბისის” ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება შესაძლებელი, ძალიან მალე კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მათ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები