„არემჯი“ საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი გახდა
კომპანია „არემჯი“ (რიჩ მეტალს გრუპი) საქართველოს ბიზნესასოციაციაში გაწევრიანდა.
„არემჯის“ კორპორაციული დირექტორის თქმით, ბიზნესს სჭირდება ერთად დგომა, მხარდაჭერა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობა. სანამ აქამდე მოვიდოდით, გავიარეთ გამოწვევებითა და პოზიტიური სიახლეებით დატვირთული რამდენიმე წელი. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს იყო გარდამტეხი პერიოდი ჩვენი კომპანიისათვის ეკოლოგიის, შრომის უსაფრთხოებისა და გადაიარაღების მიმართულებით. ბოლო 2 წელიწადში შევძელით კომპანიაში მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისკულტურის დანერგვა და, პანდემიური წლის მიუხედავად, არაერთი საინტერესო და მდგრადი პროექტის წამოწყება. ვფიქრობ, საქართველოს ბიზნესასოციაცია სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ჩვენს ახალ პროექტებს უფრო ახლოს გავაცნობთ სხვა კომპანიებს, რომლებიც თავის მხრივ შემოგვიერთდებიან და გაგვიზიარებენ იმ დიდ გამოცდილებას, რომელიც მათ ამა თუ იმ სფეროში აქვთ. ასეთ რთულ პერიოდში, რომელიც ახლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია პანდემიის გამო, ვფიქრობ, რომ ბიზნესს სჭირდება ერთად დგომა, მხარდაჭერა და იმ ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის”, –
განაცხადა კახა მჭედლიშვილმა, „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა.