საქართველოში ამინდი გაუარესდება
საქართველოში 13-14 თებერვალს, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში – თოვლი, ზოგან ძლიერი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6-ბალიანი ღელვა.
მათივე ცნობით, შესაძლებელია, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.