“გინდა მშვიდობა – ომისთვის მოემზადე” – მოსკოვი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება

“მოსკოვი მზად არის, ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს, თუ ბრიუსელმა მოსკოვს სანქციები დაუწესა, რომლებიც ეკონომიკის მგრძნობიარე სფეროებს შეეხება”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა YouTube-არხზე სოლოვიოვი Live-ის დროს განაცხადა.

 

“გამოვდივართ იქედან, რომ ამისთვის მზად ვართ. თუ კიდევ ერთხელ დავინახავთ, რომ რომელიღაც სფეროს სანქციებს დაუწესებენ, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას რისკებს შეუქმნის, მათ შორის, მგრძნობიარე სფეროებში. არ გვსურს მსოფლიო ცხოვრებისგან იზოლირება, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გინდა მშვიდობა – ომისთვის მოემზადე”, – თქვა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები