თბილისში კორონავირუსის 191 შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში -108, აჭარაში -19
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 191 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 108, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 40, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი -46, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 264,665 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 256,684 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3,336 კი გარდაიცვალა.