საქართველოში კორონავირუსი კიდევ 507 ადამიანს დაუდასტურდა, 660 კი გამოჯანმრთელდა

დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 359 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 507 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 639 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 თებერვლის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 359 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 451 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 908 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 507 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 665-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.36%, ხოლო შვიდი დღის განმავლობაში – 3.0%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 660 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 256 684-მდე“, – განაცხადა სიჭინავამ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 336 პირი ემსხვერპლა.

ამასთან, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 108, ქვემო ქართლი – 26, შიდა ქართლი – 40, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 40, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 910, აჭარაში – 165, იმერეთში – 454.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 438 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 47, იმერეთში – 120. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში – 87, აჭარაში- 7, იმერეთში – 14.

284 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 132 – თბილისში, 133 – აჭარაში, 19 – იმერეთში. 2 290 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 304 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 169, ხოლო აჭარაში – 81.

სულ 6 ოქტომბრიდან – 11 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 22 746 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 169 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 878 პირი, აჭარაში – 647, იმერეთში – 1 355“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები