საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ სტატისტიკა Stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 264,665 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 256,684 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3,336 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 304, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 2,045. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 284 მოქალაქე.