სოფელ ვაზიანში, ჯვარცხმას დასახლებაში სახლი დაიწვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში, ჯვარცხმას დასახლებაში სახლი დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო – სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

,,უმძიმესი ამბავი მოხდა, საბედნიეროდ, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან დაშავებულები. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩენს დახმარებას”, – აცხადებენ ჩოხატაურის მერიის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები